რას ნიშნავს ბავშვის ჯანსაღი გარემო?

დღეს ბავშვები ისეთ გარემოში ცხოვრობენ, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდება იმ გარემოსაგან, რომელშიც ჩვენი წინაპრები არსებობდნენ. მე-20 საუკუნის დასასრულისათვის დიდმა ტექნოლოგიურმა და ინფორმაციულმა ძვრებმა ფაქტიურად შეცვალა ბუნებრივი გარემო პირობები და საფრთხე შეუქმნა ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
ერთ-ერთ ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლება ახალი ქიმიკატების აღმოჩენა და მათი გამოყენება. ბოლო 50 წლის განმავლობაში ასი ათასობით ქიმიკატი იქნა გამოგონილი და სინთეზურად მიღებული, რამაც ქიმიკატების სახეობები 1,3 მილიონიდან 320 მილიონამდე გაზარდა. ეს ქიმიკატები ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული და გვხვდება ცოცხალ ორგამიზმებსა და ცხოველებში.
აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნებადართულია 70,000 დასახელების ქიმიკატების გამოყენება. ცოტა რამაა ცნობილი ამ ქიმიკატების ბავშვების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ. ცნობილი გახდა, რომ გარემოს ისეთი ტოქსინებით დაბინძურება როგორიცაა ტყვია, მოქმედებს ბავშვების ნერვულ სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონებით გარემოსთვის მავნებელი ქიმიკატების გამოშვება შემცირებულია, ბავშვებს მაინც აქვთ მათთან შეხება ჰაერის, წყლის და საკვების საშუალებით.

რატომ არიან ბავშვები ბევრად უფრო მგრძნობიარენი გარემოს ტოქსინების მიმართ?

ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის დიდი განსხვავებაა: ბავშვის ნერვული, სასუნთქი, გამრავლების და იმუნური სისტემები არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. დაბადებიდან პირველი 4 თვის განმვალობაში ახალშობილებში წონა ორმაგდება. ბავშვების სუნთქვა უფრო ხშირია და თავიანთი სხეულის პროპორციებთან შედარებით უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასევე, ბავშვებში უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარიობს ნივთიერებათა ცვლა, რის გამოც ისინი გაცილებით მეტ საკვებსა და სითხეს იღებენ. საჭმლის მომნელებელი სისტემიდან საკვები ნივთიერებების შეწოვა უფრო მეტი ინტესიურობით მიმდინარიობს, რაც ზრდის მათ ორგანიზმში მეტი რაოდენობით ტოქსინების მოხვედრას. მაგ: ბავშვებს ესაჭიროებათ უფრო მეტი კალციუმი ძვლების გასამაგრებლად და ჩამოსაყალიბებლად, ვიდრე ზრდასრულებს, ამიტომ ამ ელემენტის შეწოვა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ორგანიზმში უფრო მეტი ინტესივობით მიმდინარეობს. მაგრამ როდესაც ბავშვის ორგანიზმში ხვდება ტყვია, ხდება კალციუმის ნაცვლად ტყვიის შეწოვა; ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ამ ელემენტის მხოლოდ 10%-ის შეწოვა ხდება, მაშინ როდესაც ბავშვის ორგანიზმში ხება 50%-ის შეწოვა.
იმის გამო, რომ ბავშვებში ნივთიერებათა ცვლა დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს, მათი უნარი ტოქსინების ელიმინაციისა და დეზინტოქსიკაციისა უფრო მეტია. ნაყოფის პირველ გარემოს წარმოადგენს დედის საშვილოსნო. ნაყოფი პერმანენტულად ზიანდება იმ ტოქსინების ზემოქმედებით, რომლებიც მასში დედის ორგანიზმიდან პლაცენტის საშუალებით გადადის. ამ ქიმიკატებს წარმოადგენს: ტყვია; პოლიქლორ-ბიფენილი; ვერცხლისწყალი; ეთანოლი და ნიკოტინი. ახალშობილი დღის უმეტეს ნაწილს გარეთ, ჰაერზე ატარებს, სადაც მას შეხება აქვს ტოქსინებთან, მტვერთან, პესტიციდებთან და ა.შ.
ახალშობილებს, ჩვილებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახასიათებთ ხელის და თითების პირში ჩადება, რომელიც თავის თავად ერთ-ერთ გზაა ტოქსინების (საღებავი, მტვერი, პესტიციდების დაშლის ნარჩენი პროდუქტები, ხურდა ფული) მათ ორგანიზმში მოხვედრისა.
ბავშვები გაცილებით მეტ დროს ანდომებენ გარეთ თამაშს. მათი სიმაღლე 0.5 მ-ს არ აღემატება და ამასთან ბავშვის რესპირატორული სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, რაც განაპირობებს მათ ორგანიზმში ტოქსინების უფრო მეტი რაოდენობით შეღწევას, ვიდრე მოზრდილებში.
ბავშვთა კვება განსხვავებულია მოზრდილთა კვებისაგან, ვინაიდან ბავშვის მიერ მიღებული ბოსტნეული, ხილი და სითხე, მისი წონის გათვალისწინებით (ანუ 1 კგ წონაზე), ბევრად უფრო მეტია ვიდრე მოზრდილების მიერ მიღებული საკვები. აქედან გამომდინარე ბავშვი ღებულობს უფრო მეტ ტოქსინებს, როგორიცაა ტყვია, ნიტრატები და პესტიციდები. მაგ: 2 თვის ბავშვის მიერ დღის მანძილზე მიღებული რძის რაოდენობა 1 კგ წონაზე = მოზრდილისათვის 50 ჭიქა რძეს უდრის დღეში. 1 წლის ბავშვი წონის პროპორციულად ანუ 1 კგ. წონაზე, იღებს მოზრდილზე 7-8-ჯერ მეტ ბოსტნეულსა და ხილს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები ტოქსინებს ადრეული ასაკიდან და უფრო მეტი რაოდენობით იღებენ, მოზრდილებთან შედარებით მათ უფრო ხშირად უვითარდებათ მავნე გარემო ფაქტორებით გამოწვეული ისეთი დაავადებები ხანგძლივი ლატენტური პერიოდით, როგორიცაა კიბო.
გარემოს მავნე ფაქტორების მოქმედება და მათი სინერგიზმი არ არის სრულად შესწავლილი და საჭიროებს ხანგძლივ გამოკვლევას.

ბავშვების მგრძნობელობა ტოქსინების მიმართ

გარემო ფაქტორები ყველა ბავშვზე მოქმედებენ. ჰაერის დაბინძურება და გარემოს დეგრადაცია არ ცნობს რეგიონულ და ნაციონალურ ბარიერებს. გარემოს მავნე ფაქტორების მთელს მსოფლიოში გავრცელება ხდება წყლით, ჰაერით, საკვები პროდუქტებით; მიუხედავად ამისა, ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებიან, მეტად ზიანდებიან მავნე გარემო ფაქტორებისაგან.
1994 წელს ჩატარებული გამოკვლევებით აშშ-ში 21% ანუ 14 მილიონი ბავშვი იზრდებოდა სიღარიბეში, რაც დაკავშირებულია ცუდ საცხოვრებელ პირობებთან, არასწორ და არასაკმარის კვებასთან, შეზღუდულ სამედიცინო მომსახურებასთან. ეს ყველაფერი აღრმავებს მავნე ფაქტორების მოქმედებას ბავშვის ორგანიზმზე, მაგ: ტყვიის პირდაპირი წყაროა ტყვიის შემცველი საღებავი, რომელსაც ძველად ხშირად იყენებდნენ სახლების შესაღებად, რომლებშიც ამჟამდ ძირითადად დაბალშემოსავლიანი ოჯახები ცხოვრობენ. სიღატაკე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მავნე ფაქტორების ზემოქმედებას ადამიანზე.

ტყვია

ჯანმრთელობისა და გარემოს გამოკვლევის მესამე ნაციონალური კონგრესის მომოხილვის შედეგად გამოვლენილი იქნა, რომ აშშ-ში 930 000 სკოლამდელი ასაკის ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დაავადების კონტოლისა და პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ ნორმას (ნორმა 10 მგ/დლ). დაახლოებით 275 000 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იყო 15 მგ/დლ, 85 000 ბავშვში – 20 მგ/დლ. ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მატება იწვევს ნერვული სისტემის განვითარების ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ყურადღების კონცენტრირების უნარის დეფიციტს, ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას (IQტესტი), ჰიპერაქტიურობას და ქცევის დარღვევებს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედ მომატება 24 თვის და ნაკლები ასაკის ბავშვებში იწვევს კოგნიტური ფუნქციის დარღვევებს 5 წლის ასაკისათვის.
აშშ-ს ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო საწვავიდან ტყვიის გამოყოფა 1970-იან წლებში, რამაც გამოიწვია ორგანიზმში ტყვიის დონის მნიშვნელოვანი დაწევა. ასევე მოხდა ტყვიის გამოყოფა საღებავებიდან, ხოლო ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება. ბავშვების ტყვიით მოწამვლას იწვევს შეღებილი ხურდა ფულის ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის ინჰალაცია და ა.შ. ტყვია ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში, რომელიც მოედინება ტყვიის შემცველი ნიადაგიდან, ხოლო ნიადაგში ტყვია ხვდება ავტომობილების გამონაბოლქვიდან.

ჰაერის დაბინძურება

დაბინძურებული ჰაერი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ბავშვებს, ვიდრე მოზრდილებს. ბავშვის სასუნთქი გზები უფრო მოკლე და ვიწროა, რის გამოც სუნთქვის სიხშირე იზრდება და ფაქტიურად ბავშვები უფრო მეტი მოცულობის დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ 1 კგ. მასაზე ვიდრე უფროსები. ჩვეულებრივ ჰაერი დაბინძურებულია შენობებს შიგნითაც, ისეთ ნივთიერებებით როგორიცაა: კარბონ მონოქსიდი, აზბესტი, თამბაქოს კვამლი, ფორმალდეჰიდი, ვერცხლისწყალი და ა.შ. გარემომცველი ჰაერი დაბინძურებულია ოზონით და სხვა სპეციფიკური ნივთიერებებით.
ჯანმთელობაზე ზეგავლენას ახდენს, როგორც შიდა ისე გარემომცველი ჰაერის დაბინძურება, რაც იწვევს პრენატალური სიკვდილიანობის გაზრდას, მწვავე რესპირატორული დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ასთმის შემთხვევების გაზრდას, ზრდის ექიმთან ვიზიტის სიხშირეს ქრონიკული ხველისა და აირწვეთოვანი ინფექციების გამო, იწვევს ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გაუარესებას. მეცნიერები ცდილობენ კონკრეტულად დაადგინონ და გამოყონ დაბინძურებული ჰაერის ის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც იწვვენ ასთმის გამწვავებას. 20 წლამდე ასაკობირივი ჯგუფის მოსახლეობაში ასთმის შემთხვევათა სიხშირე 42%-ით გაიზარდა 1980 და 1987 წლების შუალედში. პირდაპირი კავშირია ჰაერში ნაპოვნი არსებული საბოლოო დაშლის პროდუქტების რაოდენობასა და მომატებულ ნეონატალურ სიკვდილიანობას (რომელიც მოიცავს ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომს) შორის.

პესტიციდები

ბავშვებს ხშირად აქვთ კონტაქტი ტოქსინებთან, რომელსაც შეიცავს საოჯახო და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სხვადასხვა საშუალებები. პესტიციდები შეიძლება იყო საკვებში, დაილექოს ჰაერიდან სუფთა საკვებზე და წყალზე.
დღეს გამოიყენება პესტიციდების 5 სახეობა: ინსექტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები, ნემატოციდები, და როდენტიციდები. ფაქტიურად ბავშვი თითქმის რეგულარულად ღებულობს მცირე რაოდენობით პესტიციდებს. ამითაა განპირობებული, რომ მკვეთრად იკლო პესტიციდებით მწვავე მოწამვლის შემთხვევებმა და მატულობს პესტიციდების დაბალი დოზით ქრონიკული ინტოქსიკაცია. ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან ყოველგვარი ტოქსინების მიმართ. მათ შეიძლება გვიან გამოუვლინდეთ ცხოვრების მანძილზე ლატენტურად მიმდინარე დაავადებები. გამოკვლევებით დადგენილია პოტენციური კავშირი პესტიციდებით ქრონიკულ ინტოქსიკაციასა და ონკოლოგიურ დაავადებათა სიხშირის მომატებას შორის, გარემოს პირობების დაბინძურებასა და მზარდ ნევროლოგიურ დაავადებებს შორის.

ბავშვთა ასაკის დაავადებები

აშშ-ში აღინიშნება ბავშვთა ზოგიერთი დაავადების სიხშირის მატება. მეცნიერთა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეისწავლონ მავნე გარემო ფაქტორების ზეგავლენა ამ დაავადებათა განვითარებაზე. მაგ: 1980 წლიდან ბავშვთა ასთმის შემთხვევებმა მოიმატა 42%-ით, ამერიკაში დაავადებულია 4,2 მილიონ ბავშვზე მეტი. ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად მოიმატა ბავშვთა ასაკის 2 ტიპის სიმსივნის დონემ: მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა 10 %-ით, ხოლო თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა 30 %-ით.
საბოლოოდ არ არის გამოკვლეული დაავადებები, რომლებიც გარემო მავნე ფაქტორების ზეგავლენით ვითარდება და საჭიროებს მრავალწლიან შემდგომ დაკვირვებას, რადგან დაავადების გამომჟღავნება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

წყარო:www.archive.webmix.ge


კრისტი ყიფშიძე: ჩემი აზრით, ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება.უნდა მივიღოთ ის პროდუქტი რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არანაირ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს. ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტია ნორმალური ძილი.მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. თუ ისე მოხდა რომ გვიან დავწექი, მაშინ დილით ვინაზღაურებ ხოლმე. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ ადრე ავდგე.
სამწუხაროდ მავნე ჩვევა მაქვს- სიგარეტის მოწევა. თუმცა იქედან გამომდინარე რომ ვეწევი ძალიან ცოტას, შეიძლება ჩავთვალოთ რომ არ ვარ მწეველი. ვეწევი მხოლოდ ერთი და იგივე სიგარეტს, რომელიც არის ხარისხიანი და რომელიც შეიცავს ცოტა ნიკოტინს და ისიც ძალიან იშვიათად. ჩემს მოწევას ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უფრო დავარქმევდი ვიდრე ნიკოტინის უკმარისობას. ჩანთაში ყოველთვის მიდევს ერთი კოლოფო სიგარეტი, თუმცა შეიძლება არც მოვწიო.
რაც შეეხება ალკოჰოლს, არასდროს დამილევია. მხოლოდ ღვინო მაქვს გასინჯული. სიმთვრალე რა არის არ ვიცი. ვთვლი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი წესია.
ცეკვა ჩემი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ძალიან მიყვარს ცეკვა, ის ჩემთვის ერთგვარი ვარჯიშია. იგი ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებს ადამიანისათვის. სულ ფორმაში ხარ, სულ კარგ ხასიათზე და რაც მთავარია ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.მუსიკა მოგეხსენებათ ძალიან ამშვიდებს ადამიანს. მივედით ყველაზე მთავართან-ეს არის ნერვები. თუ ადამიანს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს მერწმუნეთ, ის ძალიან ჯანმრთელია. ყველა დაავადება ხომ ნერვული სისტემიდან იღებს საწყისს.
ჩემი ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი საყვარელი წესი -სპა სალონში სიარულია. მასაჟი, წყლის საუნა, მერე აუზი და კიდევ უამრავი საინტერესო რიტუალი რომელიც სპა სალონებშია, ჩემს სხეულს ნამდვილ რელაქსაციას ანიჭებს.
ხშირად გავდივარ ქალაქგარეთ. იქ ძალიან ვმშვიდდები. ადამიანისათვის აუცილებელია რომ ზოგჯერ, თუ საშუალება აქვს, ქალაქგარეთ, ბუნებაში გავიდეს. საქართველოში უამრავი ლამაზი ადგილია რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
ზაფხულში ზომიერად გარუჯვაც აუცილებელია კანისათვის, რადგან გარუჯვისას ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს იღებს, რაც ძალზედ სასარგებლოა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზომიერება არის მაგ საკითხში საჭირო, რომ არ დაიწვა და კანის პიგმენტაცია არ მოხდეს ან რამე უარესი.
კიდევ დავამატებდი ტანსაცმლის ხარისხზე. უნდა ეცადოთ ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილებისგან შექმნილი ტანისამოსი. მე, მაგალითად სინთეტიკისა და რაიმე მსგავსი ქსოვილისგან დამზადებულ ტანისამოსს ვერ ვიცმევ, ალერგია მემართება.
აი, ასეთია ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი. თქვენ კი ერთ რამეს გირჩევთ: აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრება თქვენი ცხოვრების წესად!

წყარო: healthylifege.wordpress.com

 


მარათონი სტარტს აიღებს ქუთაისის მოედნიდან და მერიის წინ მდებარე
მოედანზე დასრულდება. მონაწილეობას მიიღებს 500–მდე მსურველი.
გამარჯვებულებს შპს ,,ჯეობიტი“–სგან გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები:
ნოუთბუქი– 3 ცალი, ვებ კამერა – 9 ცალი, ფლეშ მეხსიერების ბარათი – 8
ცალი, ყურსასმენი – 10 ცალი, სიგელი – 50 ცალი.


დაგისვავთ თქვენი თავისათვის შეკითხვა – მე როგორც მოქალაქე, როგორც დედამიწის ერთ ერთ ერთი მობინადრე როგორ ვუფრთხილდები გარემოს და რას ვაკეთებ იმისათვის რომ გარემო სუფთა შევინაჩუნო?

ბოლო ათწლეულებია გამუდმებით ლაპარაკობენ გლობალურ დათბობასა და მის შედეგებზე. რაც აქ გადმოვედი ხომ საერთოდ მთელი ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და შენახვაზეა საუბარი. მე როგორც ადამიანი – რომელსაც ძალიან უყვარს ბუნება და წუხს იმ ყველაფერზე რაც გარშემო ხდება
ძალიან ვაფასებს შვედების ამ შემართებას და თავადაც ვცდილობ
მონაწილეობა მივიღო ისე როგორც შემიძლია.

რას ვაკეთებ ამისათვის?
1. ვახდენ ნაგავის სორტირებას.
2. სახლში მაქვს მცირე ენერგო მოხმარების ტექნიკა და ნათურები
3.იმისა ნაცვლად რომ მტვერსასრუტი გამოვიყენო ვიყენებ ჩვეულებრივ ცოცხსა და აქანდაზს.
4. იშვიათად ვრეცხავ სარეცხს. ბევრს ვაგროვებ და მერე ერთიანად ვუკრავ ხოლმე თავს
5. არ ვყიდულობ ნახერაფაბრიკატებს
6. ვსარგელობ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
7.არ ვანაგაგვიანებ გარემოს
8.ვცდილობ ვიყიდო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

ქვევით მინდა ჩამოვწერო რამოდენიმე ნიშანი რომელიც მიუთუთებს რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და გარემოს არ აზიანებს.

 
1.ეკოლოგიური მიწათმოქმედება. ეს არის ევროკომისიის ლოგოტიპი და ნიშნავს რომ პროდუქტის მინიმუმ 95 პროცენტი ეკოლოგიურად არის დამზადებული.

2. ეუ. ყვავილი – ნიშნავს რომ პროდუქტის წარმოებულია ტექნილოგიებით რომლიც ხელს უწყობს გარემოს სისუფთავეს.

3. კრავ – ნიშანი პროდუქტზე ნიშნავს რომ ის წარმოებულია ყოველგვარი სასუქებისა და დანამატების გარეშე. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ეკოლოგიურად სუფთა გზით.

4. ეკოლოგიური ტექსტილი – არის მნიშვნელოვანი ნიშანი იმ ადამიანებისათვის რომელნიც ეძებენ უსაფრთხო და ეკოლოგურად სუფთა ტექსტილს.


მსოფლიოში ცნობილია ფრაზა – “ველოსიპედს ხელახლა ვერ გამოიგონებ”, რაც ზოგადად იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ფუჭი შრომის დახარჯვა იმაზე, რაც უკვე მიღწეულია. საინტერესოა, მაინც როდის და ვინ გამოიგონა ველოსიპედი?

მსოფლიოში პირველად იგი 1780 წელს საფრანგეთში გამოჩნდა. სატერფულებისა და საჭის გარეშე ის ორბორბლიან ხის ცხენს ჰგავდა. პირველი ველოსიპედის გამომგონებლის ვინაობა უცნობია, ამიტომ მის შექმნას გერმანელ გამომგონებელს, ბარონ კარლ დრაიზს მიაწერენ.

დრაიზის მიერ აწყობილი ველოსიპედი გერმანიაში 1817 წელს გამოჩნდა და გამომგონებლის პატივსაცემად დრაიზენი უწოდეს. ძალიან მარტივი აგებულების გამო დრაიზენი სათამაშოს უფრო ჰგავდა, ვიდრე სატრანსპორტო საშუალებას. მიუხედავად ამისა, ამ ველოსიპედს თვლებთან ერთად საჭეც ჰქონდა და დასაჯდომი სკამიც.

1861 წელს ფრანგმა მამა–შვილმა, ერნესტ და პიერ მეგოებმა, კონსტრუქციას სატერფულები დაუმატეს და მას ველოსიპედი (ლათინური სიტყვიდან ველუქს – სწრაფი, პედალი – ფეხი) უწოდეს. ასე გახდა ახალი სატრანსპორტო საშუალება შედარებით სწრაფი და ადვილად სამართავი.

1870 წელს პირველად გამოჩნდა ბრიტანეთში ველოსიპედი წინ დიდი ბორბლებით. წინა თვლის ზომის გაზრდამ ველოსიპედის სიჩქარეც გაზარდა. ბორბლის რადიუსი ერთ მეტრზე მეტი იყო და უკანა თვლისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ამ ველოსიპედს ინგლისელები პენი–ფართინგს ეძახდნენ. პენი და ფართინგი ინგლისური მონეტები იყო და ზომებით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

პენი–ფართინგის შემდეგ გამოიგონეს უსაფრთხო ველოსიპედი, რომელიც ჩვეულებრივი ზომის იყო და გაცილებით მოსახერხებელიც. ახალ, უსაფრთხო ველოსიპედს ორივე თვალი თანაბარი ჰქონდა.

1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლევსონმა პარიზში მოწყობილ გამოფენაზე კიდევ უფრო ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც საბოლოოდ ცნობილი გახდა, როგორც ველოსიკლეტი. ველოსიკლეტი თანამედროვე ველოსიპედებთან უფრო ახლოს იყო, მას რეზინის ორი მსუბუქი თვალი ჰქონდა.

1903 წელს მსოფლიოში პირველად გაიმართა ველორბოლა, სახელწოდებით ტურ დე ფრანსე და, აქედან მოყოლებული, საფრანგეთი ყოველწლიურად მასპინძლობს შეჯიბრს, რომელიც სამი კვირის მანძილზე გრძელდება.

დღეს ველოსიპედი ყველაზე იაფი, ზოგჯერ ავტომობილზე სწრაფი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სატრანსპორტო საშუალებაა. ის უხმაუროა, არ აქვს გამონაბოლქვი და ამდენად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ბევრ ქვეყანაში ველოსიპედს მსუბუქი ტვირთის გადასაზიდადაც კი იყენებენ.

ველოსიპედი მარტო ერთი ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი. შეიძლება ველოსიპედისტმა უკან მეორე მგზავრიც შემოისვას. ასე მოსიარულეებს ბევრს და ბევრგან შეხვდებით. ბევრ ქვეყანაში მთავარი საავტომობილო გზების გასწვრივ ველოსიპედისთვის განკუთვნილ გზებსაც აგებენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ველოსიპედისთვის განკუთვნილი კილომეტრიანი გზებია დაგებული.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მისი უპირატესობა სხვა გადასაადგილებელ საშუალებებთან შედარებით. ველოსიპედით მგზავრობა ჯანმრთელობისთვისაცაა სასარგებლო. ის ადამიანებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იცავს.

ველოსიპედის ტარებას ადამიანი მაქსიმალური შესაძლებლობების 60–85 პროცენტს ახმარს მაშინ, როცა ფეხით სიარულისათვის 40–45 პროცენტი სჭირდება. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ველოსიპედით სეირნობა ისეთი ნივთიერებებით ამარაგებს ტვინს, რომ ადამიანს კარგ გუნება–განწყობაზე აყენებს. საშუალო სიჩქარით მოსიარულე ველოსიპედისტი ნახევარ საათში 200 კალორიას ხარჯავს.

ველოსიპედისტებით გადატვირთული ქვეყნებიდან უმრავლესობაში ჩაფხუტის გარეშე სიარული აკრძალულია. ბევრი ველოსიპედისტი თავისი ზომის ჩაფხუტის უქონლობის გამო, დიდი ზომისას ირგებს, რაც უბედურების შემთხვევაში თავის ტრავმის რისკს ერთიორად ზრდის.

ბოლო რამდენიმე წელია, ველოსიპედით სიარული სპორტის ძირითად სახეობადაც იქცა.


მტკვრის წყალი დასაშვებზე სამჯერ ნაკლებ ჟანგბადსა და სამჯერ მეტ მარილის რაოდენობას შეიცავს. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრმა ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა გაბუნია მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, მტკვრის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება კვლავ გრძელდება.
“ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაციის” კვლევის მიხედვით, მტკვარში თევზის რაოდენობა შემცირდა, რაც წყალში დასაშვებზე სამჯერ ნაკლები ჟანგბადისა და ნორმალურ ზღვარზე სამჯერ მეტი მარილის რაოდენობის გამო ხდება. ამის მიზეზი კი საქალაქო კანალიზაციებითა და სამრეწველო საწარმოების ნარჩენებით დაბინძურებაა. მტკვარს ვერ იცავს ის ფილტრები, რომელიც მდინარეშია დამონტაჟებული, რადგან მათგან თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მხოლოდ ერთი მუშაობს გამართულად”, _ აცხადებს გაბუნია.
გაბუნია მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამო, პოტენციური საფრთხის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც მტკვრის წყალს სასმელად, თევზჭერისათვის და ირიგაციული მიზნით იყენებენ.

წყარო: http://zazagabunia.wordpress.com/2011/05/04/ზაზა-გაბუნია-მტკვრის-ეკო/


რატომ არ უნდა მივიღოთ გენომოდიფიცირებული საკვები

მეცნიერთა კვლევები ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს, თავდაპირველად მხოლოდ ალერგიული რეაქციებით ვლინდებოდა, თუმცა შემდეგ დაავადებათა სინდრომები გაიზარდა და, როგორც მეცნიერები ადასტურებენ, გაჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა, იმუნური რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები…

მეცნიერებმა მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი – გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამის გარდა, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ…

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
საქართველოში ბოლო დროს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ონკოლოგიური დაავადებები გახშირდა. გახშირდა, ასევე, მკვდრადშობადობა, დღენაკლულობა და სხვა. ექიმების თქმით, თანდაყოლილი ანომალიები შეიძლება, საკვებითაც იყოს გამოწვეული.

ამჟამად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სურსათის მხოლოდ მონიტორინგი ევალება, რაც მხოლოდ სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ნიმუშების შესყიდვასა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გულისხმობს, მაგრამ რამდენად სრულფასოვანი შემოწმება ტარდება, ძნელი სათქმელია.

მართალია, ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ ასე არ არის და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და დემოგრაფიაზეც, რადგან ფალსიფიცირებული პროდუქცია წლების განმავლობაში თანდათან მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გენომოდიფიცირებული პროდუქციისდ წინააღმდეგია ეკლესიაც. გასულ წელს, საშობაო ეპისტოლეში ამ პრობლემაზე ქვეყნის პარტიარქმაც ისაუბრა. მორწმუნეები კი ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული პომიდორი, კარტოფილი თუ სხვა მცენარეული სურსათი არის მცენარე, რომელშიც ხელოვნურად შეყვანილია სხვადასხვა ცხოველის გენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე იძენს იმ ცხოველის გენეტიკურ თვისებებს, რომლის გენიც შეყვანილია მასში. ასეთი მცენარეები, ცხოველის გენეტიკურ თვისებებთან ერთად, აუცილებლად შეიცავენ ცხოველურ ცილებს, რაც იწვევს მართლმადიდებელი მორწმუნის მიერ მარხვის დარღვევას მარხვის პერიოდში.

ეჭვები და რეალობა
თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე შემოდის თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტები: პომიდორი, კიტრი, ხახვი თუ სხვა ბოსტნეული. ადგილობრივი წარმოების შეზღუდვის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ თურქული პროდუქციის საიმედოობა ეჭვს იწვევს. როგორც მოსახლეობაში, ისე ექსპერტთა შორისაც არსებობს ეჭვი, რომ გარკვეული პროდუქცია გენური ინჟინერიის მეთოდითაა მიღებული. საქართველოში კი ნატურალური და გენმოდიფიცირებული პროდუქციის განმასხვავებელი ნიშანი ან იარლიყი არ არსებობს.

სპეციალისტების განმარტებით, ერთადერთი, რითიც შეიძლება გაარჩიო გენმოდიფიცირებული პროდუქტი, დნმ-ის გამოკვლევაა, ვერც გარეგნული და ვერც კვებითი ღირებულებით კი ბუნებრივისგან განსხვავებას ვერ ნახავთ. ამიტომ საჭიროა, ნებისმიერი იმპორტირებული საქონელი შესაბამის ლაბორატორიებში შემოწმდეს.

ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციაში საკვებ პროდუქტებში გენური მოდიფიკაციის არსებობის კონტროლი ტრანსგენური დნმ-ის იდენტიფიკაციის გზით ტარდება, პოლიმერიზებული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით
და გენურად მოდიფიცირებული წყაროს შემცველი პროდუქტების მარკირების გარდა ასეთი პროდუქტების ჩამონათვალიც არსებობს. არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ისიც, რომ ქართული ბაზარი საეჭვო ხარისხის, გენმოდიფიცირებული პროდუქციით არის გაჯერებული, მაგრამ საქართველოში პროდუქციის კონტროლის არც მსგავსი მექანიზმი და არც სია არ არსებობს.

გენური ინჟინერია – ნელი მოქმედების ნაღმი
გენური ინჟინერიის ავტორები თავს ერთადერთი არგუმენტით იმართლებენ – მათმა გამოგონებამ მსოფლიო შიმშილისგან იხსნა. გენური ინჟინერია ახალი რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებითაც მეცნიერებს შეუძლიათ, ერთი ორგანიზმიდან ამოიღონ გენები და ჩასვან ნებისმიერ სხვა ორგანიზმში.

უფრო გასაგები რომ იყოს, ზოგიერთი პროდუქციის შემთხვევაში, საუბარია თეთრი დათვის გენზე, რომელიც ყინვაგამძლეობას ანიჭებს მცენარეს… მისი პროდუქტი (ცილა) ნამდვილად არ გამოიხატება გარეგნულად (თუ არ შევუქმნით შესაბამის პირობებს, ამ შემთხვევაში, – ტემპერატურას) და არც გემოზე, ფერსა და სხვა ნიშნებზე ახდენს გავლენას…

სპეციალისტების განმარტებით, გენების გადანერგვა ცვლის მიმღები ორგანიზმის პროგრამას და მათი უჯრედები იწყებენ სხვადასხვა ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიან ახალ მახასიათებლებს.
ამ მეთოდით შეიძლება, მაგალითად, ისეთი პომიდორის ან სოიოს გამოყვანა ხანგრძლივი შენახვის ვადით, რომელიც სარეველებს გაანადგურებს.
მეცნიერთა განმარტებით, ახალ, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს აქვთ გამრავლების უნარი, ისინი ახლად “ჩამონტაჟებულ” გენებს და მიღებულ თვისებებს თავიანთ შთამომავლობას გადასცემენ. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ასეთმა გადანაცვლებებმა შეიძლება, გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგები და არავინ უწყის, როგორ “მოიქცევა” ახალი გენი.

ტრადიციული სელექციისგან განსხვავებით, გენური ინჟინერია საშუალებას იძლევა, გვერდი ავუაროთ სახეობებს შორის არსებულ ბუნებრივ ბარიერებს და ერთმანეთს შევუჯვაროთ მცენარეები და ცხოველებიც კი.

ყველაზე გამოცდილ მეცნიერებსაც არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას ტრანსგენების გამოყენებამ.

როგორ კონტროლდება ბაზრები
სხვადასხვა ქვეყანაში ხარისხის კონტროლის სხვადასხვა მოდელი არსებობს. მაგალითად, აშშ-ში მოქმედებს VDI სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო სეგმენტია, მაგრამ მას მთლიანობაში კერძო სტრუქტურები ემსახურება. ის კერძო ლაბორატორიებს, კერძო ექსპერტების და კერძო იურიდიული კომპანიების დასკვნებს ეყრდნობა. ამერიკულ მოდელს ჰგავს ფრანგულიც, სხვა სისტემაა გერმანიაში, იაპონიაში, თუმცა ყველა ქვეყანაში სურსათის ხარისხი მკაცრად კონტროლდება.

შიდა ბაზრის დაცვის თვალსაზრისით, სამაგალითოა რუსეთიც კი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას ცდილობს, წინასწარ ჩამოაყალიბა მონიტორინგის სისტემა, რომლითაც გამოავლინა, რომ იმპორტული პროდუქციის 80% გენმოდიფიცირებული იყო და მკაცრი რეგულირებით, მრავალი სახის პროდუქტის შეტანა აკრძალა.

პროდუქციის შემოწმება საქართველოშიც ხდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური. სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური პერიოდულად აკონტროლებს, ხდება საწარმოდან შესყიდეული პროდუქციის ლაბორატორიული ექსპერტიზა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა.

ამ უწყების ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, 2009 წლის განმავლობაში უვნებლობის სამსახურმა 79 გადაწყვეტილება მიიღო სურსათის ბაზარზე აკრძალვის შესახებ, 3 გადაწყვეტილება – მავნებელი სურსათის განადგურების თაობაზე, 6 შემთხვევაში მეწარმის საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეცა, სასამართლოების მიერ დაჯარიმებულ იქნა 9 მეწარმე, დანარჩენ შემთხვევებზე, ეროვნული სამსახურის მიერ მეწარმეები წერილობით იქნენ გაფრთხილებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული კონტროლი ხდება, თუმცა მთლიან ბაზარს ვერავინ აკონტროლებს.

ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ კიტრის დნმ გამოიკვლია, ან კომბოსტოში გველის გენი აღმოაჩინა, თუმცა “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატი გია ჭანტურია ამბობს, რომ კარტოფილის თურქი იმპორტიორები საკუთარ კარტოფილს საქართველოში ყიდიან, შემდეგ, ახალციხის კარტოფილს ყიდულობენ და სამშობლოში მიაქვთ. მსგავსი ფაქტები კი, წესით, ხელისუფლების რეალურად შეშფოთების მიზეზი უნდა ხდებოდეს.

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: