მსოფლიოს ყურადღება ფუკუშიმას Daiichi და Daini ატომურ ელექტროსადგურებზეა მიპყრობილი, იაპონია ცდილობს დამანგრეველი მიწისძვრას და ცუნამის რამენაირად მოერიოს, ამასობაში კი სადგურზე აფეთქება დაფიქსირდა.Daiichi — ის 6 რეაქტორიდან, მიწისძვრის დღეს 3 მუშაობდა, მიწისძვრის შედეგად სამივე ავტომატურად გადავიდა დახურვის რეჟიმში, ხოლო ზედმეტი სიმხურვალე ცივდებოდა დიზელის გენერატორებით, რომლებიც ერთი საათის შემდეგ თავისით გამოითიშნენ, რაც ცუნამის წყალდიდობას ბრალდება ჯერ-ჯერობით. დიზელის გენერატორების გამოთიშვის გამო, ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანია (Tepco) დაუკავშირდა მთავრობას და შეატყობინა ტექნიკური განგაშის შესახებ, რამაც მთავრობას საშუალება მისცა, დამატებითი დამზღვევი გადაწყვეტილებები მიეღო (ევაკუაცია და ა.შ.) ახლაც კი, მთავარი ფოკუსი გადატანილია დამატებითი კვების წყაროების შეერთებაზე — გაციების სისტემებთან, რომ როგორმე დიზელ-გენერატორები ჩაანაცვლონ და გააციონ რეაქტორი. სწორედ გაციების სისტემისთვის არასაკმარისი ენერგიის გამო, ზედმეტი სიმხურვალე პირველი, მეორე და მესამე რეაქტორის ბირთვებიდან, ნელ-ნელა ამცირებდა გაციების წყლის რაოდენობას — აორთქლებით. ზედმეტი ორთქლი, როგორც წესი შესაბამისი მილებით იმართება, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ შენობაში წნევა იზრდება. Tepco-მ განაცხადა, რომ წნევამ პირველი რეაქტორის შენობაში, მიაღწია 840კ.პასკალს, არადა ნორმალური წნევა 400კ.პასკალია. კომპანიამ გადაწყვიტა, ზედმეტი წნევა და ორთქლი — პირდაპირ ატმოსფეროში გამოეშვა, მაგრამ რადგან წყალი რეაქტორსაც გაივლის, ეს იმას ნიშნავდა, რომ რადიაციაც გამოყვებოდა. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ, მოთხოვა Tepco — ს ჯერ გაეფილტრა რადიაციისგან და მერე გამოეშვა გარეთ ზედმეტი წნევა და ორთქლი. სწორედ ამისთვის ემზადებოდა კომპანია პირველ რეაქტორში, ხოლო წარმატების შემთხვევაში იგივეს გაიმეორებდა მეორე და მესამე რეაქტორებში. ტელევიზიის კამერებმა, რომელიც მიტრიალებული იყო პირველი რეაქტორისკენ, აფეთქება დააფიქსირა, რასაც წნევის და ორთქლის გამოტყორცნა მოყვა. გარე შენობა, არ არის გათვლილი როგორც რეაქტორის დამცველი და შესაბამისად უფრო სუსტია, ამიტომ მისგან მხოლოდ კარკასიღა შემორჩა. პირველი რეაქტორიდან, დაფიქსირდა რადიაციის გამოჟონვაც, რის გამოც დაიწყო ევაკუაცია 20 კმ — რადიუსით დაშორებული დასახლებებიდანაც კი. ამასობაში, იქვე მდებარე მეორე, Daini სადგურში, სადაც ავტომატურად 4 რეაქტორი გაითიშა, გაციება კარგად და სტაბილურად მიმდინარეობდა, რადგან მეორადი, წყლის კონდენსირებადი სისტემით ცივდებოდა, მაგრამ ისიც გამოითიშა, როდესაც მისმა ჭერმა 100 გრადუსს მიაღწია. ამიტომ Tepco — მ მთავრობა კიდევ ერთი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ გააფრთხილა. Tepco — ახლა გეგმავს გეგმიურ წნევის და ორთქლის გაშვებას ატმოსფეროში, ოთხივე რეაქტორიდან. 3კმ ევაკუაციის გეგმა კი ახლა მიმდინარეობს ადგილზე. სამწუხაროდ, პირველ რეაქტორში, ამწეს საოპერაციო ოთახში, 4 სადგურის მუშა მოყვა, რომელთა მდგომარეობა ჯერ გაურკვეველია, ვარაუდობენ რომ ყველა უკვე დაღუპული იყო, როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, რადიაციის დოზა, 106 მეგაზივერტს აღემატებოდა